კომპანია „ტრანსპორტერი“ გთავაზობთ მულტიბრენდულ სერვის ცენტრს. მომსახურება ვრცელდება რეკრეაციული ტექნიკისთვის, როგორც საგარანტიო ვადის ფარგლებში, ასევე გარანტიის შემდგომ პერიოდშიც.
სერთიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი CFMOTO-ს სტანდარტების შესაბამის მომსახურებას აწვდის მომხმარებელს, რაც უზრუნველყოფს თქვენი ტექნიკის გამართულად ფუნქციონირებას.
გარდა სერვის ცენტრის მომსახურებისა, ტრანსპორტერი გთავაზობთ მობილურ სერვისს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და სასურველ ადგილას გამოიძახოს მობილური ჯგუფი, რომელიც მითითებულ მისამართზე უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებას.